კალაძე ნინოწმინდაზე – თითქოს იქ უბედურება და საშინელება ხდებოდა, რეალობა სხვა აღმოჩნდა

თბილისის მერი კახი კალაძე ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით მედია ინფორმაციას ისე ავრცელებდა, “თითქოს იქ საშინელება ხდებოდა”, თუმცა როგორც ის ამბობს, რეალობა სხვა აღმოჩნდა.

ჟურნალისტებთან საუბრისას მას არაფერი უთქვამს სასამართლო განჩინებაზე, რომლის თანახმადაც პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ უნდა გაეყვანათ.

“ბოლო კვირების განმავლობაში მოვლენებს ვაკვირდები, ვაკვირდები თქვენს მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს, თითქოს იქ უბედურება და საშინელება ხდებოდა, თუმცა რეალობა რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა, რადგან თქვენც იყავით იქ და ნახეთ რეალური მდგომარეობა. შესაბამისად, გამიჭირდება სწორი აქცენტების გაკეთება რეალობასთან დაკავშირებით”,- თქვა კახი კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკაპანაძე კობახიძის ინტერვიუზე – მორალურად გაკოტრებულა “ოცნება”
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა