კალაძე – ნაძალადევის რაიონის გამგეობამ დაიწყო სკვერის მოწყობა ზღვისუბნის მე-11 მიკრორაიონში – შესაბამისი სამუშაოები 2 300 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონის გამგეობამ დაიწყო სკვერის მოწყობა ზღვისუბნის მე-11 მიკრორაიონში, მე-2 კვარტლის N24-25-26 კორპუსებთან. შესაბამისი სამუშაოები 2 300 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტის ღირებულება 800 000 ლარია.

„ნაძალადევის რაიონის გამგეობამ დაიწყო სკვერის მოწყობა ზღვისუბნის მე-11 მიკრორაიონში, მე-2 კვარტლის N24-25-26 კორპუსებთან. შესაბამისი სამუშაოები 2 300 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს.

ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია განათების ბოძები, სარწყავი და სამეთვალყურეო კამერების სისტემა, კალათბურთის მინის მოედანი, ტრენაჟორები და დასასვენებელი პავილიონი. დაწყებულია მოპირკეთების სამუშაოებიც.

პროექტის ღირებულება 800 000 ლარია“,- აღნიშნა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – ჩვენმა სპორტსმენებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ქართულ ჟინს ვერაფერი დაამარცხებს და მიზნისკენ სწრაფვას ყოველთვის აქვს აზრი
შემდეგი სტატიაკალაძე – სამგორის რაიონში, მეგობრობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ჯამში 7 ჰექტარია, ტყე-პარკის მოწყობა-აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს