კალაძე – მოსახლეობა ხედავს, როგორ მოქმედებს პრეზიდენტი კონსტიტუციასთან, დამოუკიდებელ უწყებასთან მიმართებით, არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე

ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე, ამ შემთხვევაში, ნათია თურნავაზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომლითაც კომენტარი გააკეთა პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოზიციაზე, რომ ვიდრე არ გაუქმდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანებულება, მანამდე მიზანშეუწონლად მიაჩნია პარლამენტში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენა.

კალაძის თქმით, პრეზიდენტი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს ქვეყნის კონსტიტუციას, ყველაფერს აკეთებს, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს სახელმწიფოებრიობას, კონსტიტუაციას, პატივს არ სცემს კანონებს.

„ამ ადამიანის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება და განცხადებები, რაც მოვისმინეთ, ძალიან მძიმეა და ძალიან ცუდია ეს ყველაფერი. ამას რაც გინდათ, ის დაარქვით, მაგრამ ყველაფერი ცხადია, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ხედავს, რეალურად როგორ მოქმედებს ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციასთან მიმართებით, როგორ მოქმედებს თუნდაც დამოუკიდებელ უწყებასთან მიმართებაში. ეს არის სამწუხარო რეალობა, თუმცა ყველაფერი დალაგდება და ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაპარლამენტმა ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად აირჩია