კალაძე: მჯერა, რომ არც თბილისელებს, არც რომელიმე სხვა ქალაქში მცხოვრებ ჩემს თანამემამულეებს, შავისა და თეთრის გარჩევა, სწორი არჩევანის გაკეთება არ გაუჭირდება

არჩევნების დასრულებამდე ორი საათი რჩება, ამიტომ მინდა ვთხოვო და მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, ვისაც ჯერ კიდევ არ დაგიფიქსირებიათ საკუთარი პოლიტიკური პოზიცია, არ დაიზაროთ მიდით საარჩევნო უბნებზე და შეიტანეთ საკუთარი წვლილი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქების გამარჯვებაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ყველა ვისაც შესაძლებლობა გაქვთ, უნდა მიხვიდეთ და საარჩევნო ყუთებთან გამოხატოთ თქვენი პოზიცია.

„მიდით საარჩევნო უბნებზე, რათა ერთხელ და საბოლოოდ დავასრულოთ ჩვენს ქვეყანაში დესტრუქციაზე, ზიზღზე და რევანშზე ორიენტირებული პოლიტიკური დღის წესრიგი; მიდით არჩევნებზე, რათა ქვეყანაში საბოლოოდ დაისადგუროს მშვიდობამ და კარი გავუხსნათ ქვეყნის განვითარებაზე, მომავლის რწმენაზე ორიენტირებულ პოლიტიკას. ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქების მომავალი ჩვენივე ხელშია, ამიტომ თითოეული თქვენგანი, აუცილებლად უნდა მივიდეს საარჩევნო უბნებზე და გააკეთოს არჩევანი, მონაწილეობა მიიღოს ჩვენი ქვეყნის და ქალაქის მომავლის განსაზღვრაში. მე მჯერა, რომ არც თბილისელებს, არც რომელიმე სხვა ქალაქში მცხოვრებ ჩემს თანამემამულეებს, შავისა და თეთრის გარჩევა, სწორი არჩევანის გაკეთება არ გაუჭირდება. ყველაფერი ცხადია და ძალიან კარგად ვხედავთ ჩვენ, არსებულ რეალობას. ამიტომ, ყველა ვისაც ამის შესაძლებლობა გაქვთ უნდა მიხვიდეთ და საარჩევნო ყუთებთან გამოხატოთ თქვენი პოზიცია. გამარჯვება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე“, – განახცადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშინაყოფია: ადრე თუ კრიმინალური ელემენტები უბნებზე იდგნენ ჩაცუცქულები, ახლა ბეიჯებით არიან
შემდეგი სტატიაანი წითლიძე: დამაკავეს იმის გამო, რომ კარუსელი არ დავუშვით