კალაძე მიხეილ სააკაშვილზე – სასაცილო და კომიკური ფიგურა გახდა

არ ვიცი რამდენად საინტერესო უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის არაფრისმომცემი განცხადებები, უბრალოდ, სასაცილო და კომიკური ფიგურა გახდა, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ შეკითხვას.

თბილისის მერის თქმით, მიხეილ სააკაშვილზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს, რადგან თბილისის მოსახლეობასთან მხოლოდ წინასაარჩევნო გეგმებზე და გამოწვევებზე აპირებს საუბარს.

,,მე არ ვაპირებ მასზე კომენტარის გაკეთებას, მაქვს ჩემი საქმე, ჩემი საარჩევნო კამპანია და ხედვები ქალაქთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქალაქი და საით მივდივართ, ამაზე ვაპირებ საუბარს თბილისის მოსახლეობასთან მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა პოლიტიკური პარტია „მესამე ძალის“ შექმნას. კითხვაზე, რამდენად გაუწევს მათი კანდიდატი კონკურენციას, კალაძემ აღნიშნა, რომ ეს საინტერესო არ არის და მისთვის ყველაზე დიდ კონკურენტს დედაქალაქში არსებული პრობლემები წარმოადგენს.

,,ჩემთვის არ არის საინტერესო, ყველაზე დიდი გამოწვევა და კონკურენტი არის არსებული პრობლემები დედაქალაქში და ამ პრობლემების გადაჭრის გზები. ამაზე უნდა ვისაუბროთ მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, თუ რა კონკრეტული პროექტები განხორციელდება და როგორ ვუპასუხებთ იმ გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც აწუხებს თბილისელებს. ეს იქნება ჩემი ძირითადი მიმართულება და მხოლოდ ამაზე ვაპირებ საუბარს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისუს-ი საქართველოში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ დაკავშირებული რუსეთის მოქალაქის ყოფნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
შემდეგი სტატიაფართო ამნისტია მსუბუქი და ნაკლებად მძიმე დანაშაულებებში მსჯავრდებულებისთვის – ენმ-ს ინიციატივა