კალაძე – მიხეილ სააკაშვილი არ არის საინტერესო

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის თემა საინტერესო არ არის.

კალაძის თქმით, სააკაშვილი პოლიტიკური წარსულია და მეტი დრო უნდა დაიხარჯოს ქალაქთან დაკავშირებით საინტერესო გეგმებსა და არსებულ პრობლემებზე საუბარზე.

„არ არის საინტერესო, რატომ უთმობთ ძალიან დიდ ყურადღებას მიხეილ სააკაშვილს. სხვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, უამრავი გამოწვევა, უამრავი პრობლემაა, საინტერესო გეგმები გვაქვს ქალაქთან დაკავშირებით. მგონი, ამაზე უფრო მეტი დრო უნდა დავხარჯოთ, ვიდრე სააკაშვილზე, რომელიც პოლიტიკური წარსულია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი 6 სექტემბერს „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ „პირადად ჩამოვა ამ არჩევნებზე საქართველოში“.

banner
წინა სტატიაში„მესამე ძალის“ წარმომადგენლები ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდნენ
შემდეგი სტატიაკალაძე: რაღაც კითხვის ნიშნები არსებობს და იმიტომ არ აბარებენ ნარკოტესტს მერობის კანდიდატები