კალაძე მეტროპოლიტენის გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასების მომატებას 2019 წლიდან სთავაზობს
სხვა სტატიები
- „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ პეკინში იმყოფებოდა
- გიორგი გახარია : წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ფეხბურთელებს, დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად ვიზეიმებთ ამ გამარჯვებას
- მარია ზახაროვა – პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან დიალოგს კვლავ გრიგორი კარასინი გააგრძელებს
მეტროპოლიტენი გაფიცვას განაგრძობს. კახი კალაძესა და მემანქანეებს შორის გამართული რამდენიმე საათიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. მეტროს თანამშრომლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა თბილისის მერის გადაწყვეტილება, რომელიც მათ ხელფასების მომატებას მხოლოდ 2019 წლიდან დაჰპირდა.
კახი კალაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ არსებობს.
„ავუხსენით არსებული რეალური სიტუაცია, ის რაზეც ვსაუბრობდით ამდენი ხანი თუ როგორი მდგომარეობაა ფინანსური როგორც კომპანიაში ასევე მერიაში, თუმცა ასევე მათი მხრიდან მოვისმინეთ ის პრობლემები, ის გასაჭირი რაც ამ ადამიანებს აქვთ და იმედია, რომ უახლოეს ხანებში მოხდება შეჯერება და ვიმედოვნებ, რომ მეტრო ძალიან მალე გაიხსნება,“-აცხადებს დედაქალაქის მერი.