კალაძე – მეამაყება, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში ქვეყანაში ყველაზე მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდა

ნამდვილად მეამაყება, რომ როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, ჩემი მინისტრობის პერიოდში ყველაზე მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდა, რაც ქვეყნისთვის ძალიან მაგარია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რაც შეიძლება, ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში და მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იქნას გამოყენებული ის რესურსები, რაც ქვეყანას აქვს.

„ჩემი პოზიციაა, რომ რაც შეიძლება, ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში. მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იქნას გამოყენებული ის რესურსები, რაც ქვეყანას აქვს, რათა მე, თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დამოკიდებული არ ვიყოთ რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე. ეს რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ცუდია იმ თვალსაზრისით, რომ პირდაპირ აისახება ჩვენს ჯიბეებზე, რადგან გვიწევს მაღალი ტარიფების გადახდა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რესურსები იყოს სწორად გამოყენებული. როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, ნამდვილად მეამაყება, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში ყველაზე მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდა, რაც ქვეყნისთვის ძალიან მაგარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი „ნამახვანჰესის“ ინვესტორი კომპანიის დამფუძნებელსა და მფლობელს შეხვდება
შემდეგი სტატიაგაუქმდა ყველა სამმართველო და 11 დეპარტამენტი ჩამოყალიბდა – ცვლიებები კულტურის სამინისტროში