კალაძე: მაჭავარიანის ქუჩის სავალი ნაწილი ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყრული პროცესების საბოლოო შეჩერებისა და სრული სტაბილურობის მიღწევის შედეგად გაიხსნება

კალაძე ვაშლიჯვრის მეწყერზე

ედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზევაშლიჯვრის ფერდზე არსებული მდგომარეობა კიდევ ერთხელ შეაფასა დააღნიშნა, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა მეწყრულიპროცესების სრული სტაბილიზაციის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

თბილისის მერის განცხადებით, ვაშლიჯვრის ფერდზე ჩატარებული პრევენციულიღონისძიებების ეფექტურობა თავად გერმანელმა სპეციალისტებმა დაადასტურეს.

მისივე თქმით, ფერდზე დამონტაჟებული მონიტორინგის თანამედროვე სისტემაპროცესებზე ზუსტი ინფორმაციის მოწოდებას 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს.

„როგორც საზოგადოებამ იცის, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ზონაშიჩატარდა გადაუდებელი საპრევენციო სამუშაოები ფერდის სტაბილიზაციისთვის,რამაც შედეგი გამოიღო და ეს დაადასტურეს გერმანიიდან მოწვეულმასპეციალისტებმა, რომლებიც ჩართულები არიან ამ პრობლემის მოწესრიგებაში.ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში, მოიხსნა მიწის მასის ნაწილი, რომელიცმაგისტრალური წყალსადენის მილებს საფრთხეს უქმნიდა, დროებით შეკავდამეწყრული ფერდი, დამონტაჟდა მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს დაკვირვებას და ზუსტი ინფორმაციისმოწოდებას. ახლა მიმდინარეობს ფერდის გამაგრების პროექტისთვის კვლევითისამუშაოები, რათა საბოლოოდ მოხდეს მეწყრული პროცესების შეჩერება. მასშემდეგ, რაც შესაბამისი ღონისძიებები გატარდება და სრული სტაბილურობამიიღწევა, რა თქმა უნდა, მოძრაობა ორმხრივად მაშინვე იქნება აღდგენილი“, -განაცხადა კახა კალაძემ.

მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე მეწყრული პროცესებისნაწილობრივი გააქტიურების გამო, 15 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზესაავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეზღუდულია

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია მანჯგალაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს
შემდეგი სტატიათბილისის მერიის ზოგიერთი სამსახური უქმე დღეებში ფუნქციონირებას განაგრძობს