კალაძე: მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდის გამაგრება დასრულებულია

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდის გამაგრება დასრულებულია. ამის შესახებ კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„როდესაც მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღვადგინეთ, საზოგადოებას ვაცნობეთ, რომ დარჩენილი იყო ფერდის გამაგრების სამუშაოების მცირე ნაწილი. შემიძლია გითხრათ, რომ ეს სამუშაოები მთლიანად დასრულებულია. მასშტაბური ღონისძიებები განხორციელდა მეწყრულ ზონაში, დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემა, რაზეც ყოველდღიურად, ყოველსაათობრივად და ყოველწუთიერად მიმდინარეობს მონიტორინგი. იგივე გაკეთდა შეშელიძის ქუჩაზეც და მიმდინარეობს დაკვირვების რეჟიმი.

მაჭავარიანის ქუჩის ფერდიდან მოიხსნა დიდი მოცულობის მიწა, შეიქმნა ე.წ. წინაღობები, გაკეთდა ჭაბურღილები, განხორციელდა ცემენტაცია, ასევე გამოყენებულ იქნა ანკერები იმისთვის, რომ მაქსიმალურად, ყველანაირად უსაფრთხო იყოს. ეს ფერდი გადაადგილების თვალსაზრისით უკვე დიდი ხანია უსაფრთხოა. ასე რომ, სამუშაოები დასრულებულია და ახლა მიმდინარეობს გამწვანებითი სამუშაოები და მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, რომ ფერდზე წყლის არიდება მოხდეს“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს ქმედებები 5-6 ივლისს – “საიამ” გენპროკურატურას მიმართა
შემდეგი სტატიაკალაძე – თბილისში პირველი ქართული სანოტო სტამბის აღდგენა იგეგმება