კალაძე – ყველამ ვეცადოთ, გავიკეთოთ ვაქცინა, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომელიც სიკვდილისგან გვიცავს

მინდა ვთხოვო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად ყველამ ვეცადოთ, გავიკეთოთ ვაქცინა, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომელიც გვიცავს სიკვდილისგან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძე მოქალაქეებს აქტიური ვაქცინაციისკენ და რეფულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც არსებული პანდემია მოგვცემს შესაძლებლობას, უამრავი საშუალება არის კამპანიის ჩატარების და გამოვიყენებთ ყველა იმ მეთოდს, რომ მაქსიმალურად დავიცვათ მოსახლეობა და ასევე საკუთარი თავი. ზოგადად, ვაქცინაციის პროცესი არის მნიშვნელოვანი და კიდევ მინდა ვთხოვო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად ყველამ ვეცადოთ, გავიკეთოთ ვაქცინა, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომელიც გვიცავს სიკვდილისგან. ყველამ უნდა შეძლოს ვაქცინის გაკეთება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის თითოეული ჩვენგანის გონიერება და მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ პირბადის ტარება, მიუხედავად იმისა, რომ მე მაგალითად ორჯერ ვარ აცრილი, მაქსიმალურად ვცდილობ ვატარო პირბადე, მით უმეტეს, როცა ირგვლივ ბევრი ადამიანია. ყველას მინდა ვთხოვო ვაქცინაცია“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში,,ლელოს” ზუგდიდის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელად სოფო შამუგია აირჩიეს
შემდეგი სტატიაუგულავა – “ოცნების” გეგმა არჩევნების გაყალბება და მერე ჩაკეტვაა, სასაკალოს გვიწყობენ