მნიშვნელოვანია ის მიდგომა, რაც აქვს ხელისუფლებას, ჩვენ არ ვმალავთ და ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვსაუბრობთ, რომ არ ვუერთდებით სანქციებს, არ ვუერთდებით, რადგან აქ არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ სანქციებს არ უერთდება.
„უცხო ქვეყნის მოქალაქეს თუ არ აქვს დარღვეული ოკუპირების შესახებ კანონი, მათ შეუძლიათ ქვეყანაში შემოსვლა. არანაირი პრობლემა არ არსებობს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალაძემ.