10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

კალაძე: ხომ ხედავთ, ვისგან ისმის კრიტიკა – უსამშობლო მოღალატეებისგან და აგენტურისგან, ადამიანებისგან, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ჩვენს საპატრიარქოს

თბილისის მერმა კახა კალაძემ მეუფე შიოს მისამართით გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ უსამშობლო მოღალატეები წლების განმავლობაში ფულს იღებდნენ, რომ საპატრიარქოს, პატრიარქის, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ.

მისი თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს და აფასებს, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.

„ხომ ხედავთ, ვისგან ისმის კრიტიკა – უსამშობლო მოღალატეებისგან და აგენტურისგან, ადამიანებისგან, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ჩვენს საპატრიარქოს. ამაში ჩართულები იყვნენ წლების განმავლობაში, ფულს იღებდნენ, გარედან ფინანსდებოდნენ, რომ საპატრიარქოს, პატრიარქის, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არაფერი გამოუვიდათ. ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს, გრძნობს და აფასებს. კარგად ვიცით, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას და სარწმუნოებას სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში31 მარტიდან დღემდე, საწვავი 6-დან 20 თეთრამდე გაძვირდა
შემდეგი სტატიათეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი განცხადებას ავრცელებს