კალაძე ხაბეიშვილს: იქნებით სულ ფარჩაკი, ვიდრე ბოდიშს არ მოიხდით, სხდომაზე არ შემოხვალთ

დედაქალაქის მთავრობის სხდომის შემდეგ კახა კალაძესა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

ლევან ხაბეიშვილი მთავრობის სხდომაზე დასწრებას ითხოვდა. მისი თქმით, თბილისის მერთან კითხვები ჰქონდა. ხაბეიშვილს აინტერესებდა, თუ რატომ გამოყო კახა კალაძემ სხდომათა დარბაზის გარემონტებისთვის 153 000 ლარი, როდესაც დედაქალაქში პრობლემებია.

“გზები რომ დასაგებია, უამრავი პრობლემა რომ არის და გაყვლიფა თბილისის ბიუჯეტი, მის 100 კვადრატულ მთავრობის სხდომათა დარბაზს არემონტებს. 153 000 ლარს ხარჯავს ბიუჯეტიდან. მის ენაზე რომ ვთქვათ, “მებელში” ხარჯავს 153 000 ლარს,”-თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

კალაძემ ხაბეიშვილს “ფარჩაკი”უწოდა და უთხრა, რომ მთავრობის სხდომაზე მანამ ვერ შევა, სანამ თითოეულ წევრს ბოდიშს არ მოუხდის.

“თქვენ როდესაც იქცევით არასწორად და შეურაცხყოფას აყენებთ მთავრობის სხდომაზე მყოფ ადამიანებს, სანამ ბოდიშს არ მოუხდით თითოეულ მთავრობის წევრს, მანამდე ვერ შეხვალთ მთავრობის სხდომაზე, იქნებით სულ ასეთი ფარჩაკი,”-უთხრა კახა კალაძემ ლევან ხაბეიშვილს.

ცნობისთვის, დღეს თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართა. ინციდენტი სხდომის დასრულების შემდეგ მოხდა.

banner
წინა სტატიაშიგრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 ოქტომბრიდან დაიწყება
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ელიზაბეთ რუდს შეხვდა