კალაძე ჯანდაცვის მინისტრს-რეფორმის დროს ყველა კმაყოფილი ვერ იქნება

“ქალბატონი ეკა ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას ახორციელებს ჯანდაცვის მიმართულებით, მე მინდა მას წარმატებები ვუსურვო ამ მნიშვნელოვან საქმეში. ქალბატონო ეკა მინდა გითხრათ, რომ რეფორმის განხორციელების დროს ყველა კმაყოფილი მართლაც ვერ იქნება, მაგრამ მთავარი არის ის, რომ თქვენ აკეთებთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. გაქვთ სწორი აქცენტები და მინდა წარმატებები გისურვოთ და იცოდეთ, რომ დედაქალაქის მერია ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება. ”- მიმართა კალაძემ მინისტრს

თბილისის მერი კახა კალაძე და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე 80 ახალი სასწრაფო სამედიცინო ავტომობილის გადაცემის ცერემონიას დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი-გიორგი რურუას დნმ-ს ნიმუშის ხელახალი აღებისას პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია
შემდეგი სტატია“ზოგი პოლიტიკოსი ყველაფერს აკეთებს რომ ხელისუფლების იმიჯი გაანულოს”