კალაძე: ის დამოკიდებულება, რაც რეზოლუციის ჩანაწერში იყო ბიძინა ივანიშვილის მისამართით, კატეგორიულად მიუღებელია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციის ჩანაწერში არსებული დამოკიდებულება, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით, კატეგორიულად მიუღებელია.

როგორც მან აღნიშნული თემის კომენტირებისას განაცხადა, არასერიოზულია მუქარა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებაზე.

„ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება, როდესაც რეზოლუციის შინაარსზე ვსაუბრობდი. სამარცხვინოა ამ ტექსტის თითოეული სიტყვა, სადაც გვეუბნებიან, თითქოს, ცუდი ადამიანია ივანიშვილი, რომელიც უამრავ საქველმოქმედო და კეთილ საქმეს აკეთებდა, აკეთებს და, რა თქმა უნდა, მომავალშიც გააკეთებს. მათ შორისაა ეკლესიების რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა, ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოებული ბაზების აღჭურვა, უამრავი ადამიანის დახმარება-ხელშეწყობა, თუნდაც ცენტრალური პარკის მშენებლობა, უნივერსიტეტის მშენებლობა, რომელი ერთი ჩამოვთვალო. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესებით შეაშინებს, პოლიტიკაში დააბრუნებს და ქვეყნის და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობს, იმისთვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მერწმუნეთ, ტყუილად ირჯება. არავის არაფერი გამოუვა. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, ვინც ყველაზე დიდი საქმე, რაც ჩემი აზრით, ქვეყანას გაუკეთა, იყო მისი პოლიტიკაში შემოსვლა და იმ ბოროტების და ქვეყნის მტრების მოცილება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, ხელისუფლებაში იყო წარმოდგენილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წინა სტატიაშითუ ვინმე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესებით შეაშინებს, არაფერი გამოუვა – კალაძე
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბორჯომის“ აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონე