კალაძე ინაშვილს: საკმაო ინტელექტი გამაჩნია იმისა, რომ დღეს ვინმეზე არ ვიყო დამოკიდებული

ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატი კახა კალაძე განმარტავს, რომ მისი ფინანსების შესახებ არანაირი ეჭვები არ არსებობს.

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ სხდომაზე კახა კალაძე ირმა ინაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის წლების განმავლობაში, მაღალანზღაურებადი სპორტსმენი იყო.

„რა ეჭვებზე საუბრობთ, არ ვიცი, მაგრამ ჩემს თანხებზე არანაირი ეჭვები არ არსებობს. ჩემი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე, ძვირადღირებული სპორტსმენი ვიყავი. გეტყვით, რომ ჩემი წლიური შემოსავალი 6 მლნ იყო და საკმაო ინტელექტი გამაჩნია იმისა, რომ ეს თანხები სწორად მიმემართა იმაზე, რათა დღეს ვინმეზე არ ვიყო დამოკიდებული“, – მიმართა ინაშვილს კალაძემ.

„პატიორტთა ალიანსის“ ლიდერმა დღევანდელ სხდომაზე მინისტრობის რამდენიმე კანდიდატი გააკრიტიკა.

banner
წინა სტატიაშიემზარ კვიციანი: რატომ არ შეიძლება, რომ დევნილებს სახლები სოხუმში ვუყიდოთ?!
შემდეგი სტატიაუფასო სამედიცინო გამოკვლევები და მედიკამენტები დევნილებისათვის – აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მორიგი აქცია