19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

კალაძე – იან კელი და კრამერი „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები არიან

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელის და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის დევიდ კრამერის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

მისი თქმით, იან კელი და დევიდ კრამერი არ ემსახურებიან საკუთარ ქვეყანას და ე.წ. დიფ სთეითის წარმომადგენლები არიან.

„ეს ორი ადამიანი – იან კელი და კრამერი ჩვეულებრივად „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები, ნომრიანი აგენტები არიან. ვიცით ჩვენ ეს ყველაფერი. ისინი ემსახურებიან არა აშშ-ს, არამედ ქვეყნის არაფორმალურ მმართველებს, რაც სერიოზული გამოწვევაა დღევანდელ მსოფლიოში.

რაც შეეხება აშშ-თან ურთიერთობას, ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს. არაერთი განცხადება გაკეთდა, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. მზად ვართ, ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან, რადგან ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რაც ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციას. ასევე კატეგორიულად მიუღებელია ის განცხადებები, რომელთაც ვისმენდით და რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილს, სიცრუეს შეიცავდა. აშშ-ის პრეზიდენტის დღევანდელ ადმინისტრაციას ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც არსებობდა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ, ძალიან მარტივი გადაწყვეტილებებით გამოასწოროს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და მზად ვართ, ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოცემა Just Security-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დევიდ კრამერი წერენ, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე მიზნობრივი ზეწოლა უნდა გააძლიერონ, რათა მმართველმა პარტიამ ოპოზიციის აკრძალვა და მისი ლიდერების დაპატიმრება ვერ შეძლოს.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება მოვლენებს იმას არქმევს, რაც თვითონ სურს- დავით დარჩიაშვილი
შემდეგი სტატიარა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტი, რომ პრეპარატ „ჯივინოსტატით“ იმკურნალოს- სარჯველაძის განმარტება