კალაძე “გაზპრომის” შემოთავაზების დეტალებზე არ საუბრობს

მინსკიდან გვიან ღამით დაბრუნებულმა ენერგეტიკის მინისტრმა წინასწარ არ ისაუბრა რა პირობებს სთავაზოპბს “გაზპრომი” საქართველოს. კახა კალაძის თქმით, მინსკში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა გაზპრომისგან სომხეთისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის 10 პროცენტის სანაცვლოდ ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლას.

„საინტერესო წინადადება იქნა გაჟღერებული გაზპრომის მხრიდან, ეს წინადადება არის ბოლო. ძირითადი საუბარი იყო ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლასთან დაკავშირებით, თუმცა წინა შეხვედრებზე იმდენად შორს და განსხვავებული იყო ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან, რომ საერთოდ საუბარს აზრი არ ჰქონდა, თუმცა დღევანდელი შემოთავაზება საინტერესოა და ამაზე ვიმსჯელებთ,“-განაცხადა კახა კალაძემ.

გადაწყვეტილებას შემოთავაზებულ წინადადებაზე დღეს მთავრობის სხდომაზე მიიღებენ და დეტალებიც ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაში„რესპუბლიკის მოედნის ქვემოთ ბარებში ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ“ – აცხადებს კვირიკაშვილი და საკითხის გარკვევას შს მინისტრს თხოვს
შემდეგი სტატიაგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ისრაელის მოქალაქე დააკავეს