კალაძე: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ვტოვებ მერის თანამდებობას და პარტიას, სიცრუეა

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ვტოვებ მერის თანამდებობას და პარტიას, სიცრუეა.

ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთე განცხადება, რომ ეს არის არასწორი ინფორმაცია. მიზანმიმართულად ხდება სიცრუის გავრცელება. ახლო მომავალში, როდესაც მოვა ამის დრო, ყველაფერს გაიგებთ იმასთან დაკავშირებით, მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას თუ არა.

მე არასდროს არ გადამიდგამს ისეთი ნაბიჯები, რაც მალულად ან ჩუმად მოხდებოდა. ყველაფერი იქნება ცხადი, როდესაც ამის დრო მოვა. ყველაფერს აქვს თავისი დრო. დღეს ადრეა ამაზე საუბარი, ნუ ვჩქარობთ. მე დიდი პასუხიმგებლობა მაქვს აღებული თბილისზე და თბილისელებზე, ბევრ პროექტს ვახორციელებ, შესაბამისად, გადაწყვეტილება როდესაც იქნება მიღებული, გეცნობებათ-განაცხადა  თბილისის მერი კახა კალაძემ მედიაში მის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე.

banner
წინა სტატიაშირუსეთი: ამერიკელები ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ ქართული ოცნების პოზიციას
შემდეგი სტატიამოვუწოდებთ “ოცნებას” და ოპოზიციას ისევ ჩაერთონ მოლაპარაკებებში – ევროპარლამენტარები