კალაძე: ეს წლები ჩვენ ყველამ ერთად წარსულს ჩავაბარეთ, როცა ხდებოდა დაშინებები

gulis eleqsiri

“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ამბობს, რომ ოპოზიცია ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის შემოტანას ცდილობს.

კახა კალაძე მმართველი გუნდის მხრიდან წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვისა და დაშინების სავარაუდო ფაქტებს უარყოფს.

“მე მგონია, რომ ეს მიზანმიმართული პოლიტიკური სპეკულაციაა, რომ ვიღაცას სადღაც აშინებენ. ეს წლები ჩვენ ყველამ ერთად წარსულს ჩავაბარეთ, როცა ხდებოდა დაშინებები, დაკავებები, დაჭერები. თქვენ ხედავთ საარჩევნო კამპანიას, მარტივად დასანახია, ვინ ატარებს საარჩევნო კამპანიას და ვინ ემზადება სხვა რაღაცებისთვის. ეცადონ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა, არეულობის შემოტანა, ეს არ გამოუვათ”- ამბობს კალაძე.

წინა სტატიაშიჩხაიძე: შეიძლება, ითქვას, რომ კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკმა გადაირა
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარიამ ბრიფინგი გამართა: სუს-ი პედაგოგებისა და საჯარო მოხელეების პირადი ცხოვრების ინფორმაციას აგროვებს