კალაძე: ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შანსი აქვს, არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვოს, „ქართული ოცნებაა”

კალაძემ სპორტის სასახლის მიდმებარედ სკვერი დაათვალიერა

ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შანსი აქვს, არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვოს, „ქართული ოცნებაა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მმართველ პარტიას შანსი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩევლის 43%-იანი მხარდაჭერა მიიღოს, კალაძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ არათუ 43%-იან მხარდაჭერას მიიღებს, არამედ დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„საუბარი არ არის 43%-ზე, მე დამაჯერებელ გამარჯვებაზე ვსაუბრობ. გულწრფელად ვიტყვი, რომ ქვეყნაში ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც რეალური შესაძლებლობა და შანსი აქვს, არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვოს, არის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. აქ საუბარი არ არის 43%-ზე, მე დამაჯერებელ გამარჯვებაზე ვსაუბრობ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს საკუთარი დღის წესრიგი – დაწყებული აქვს მომზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, დაიწყო შეხვედრები რეგიონულ ორგანიზაციებთან, კონკრეტული დავალებების გაცემა და როდესაც ამის დრო მოვა, პარტია უშუალოდ საარჩევნო კამპანიის ჩატარებასაც დაიწყებს.

ეს ჩემი, საკუთარი პარტიაა, მე ასე წარმომიდგენია და ეს დამოკიდებულება მაქვს, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „თავისუფალი ხედვის“ წამყვანის შეკითხვას, არის თუ არა გამორიცხული, არჩევნებამდე „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში მისი პოლიტიკური პოზიცია შეიცვალოს.

„2011 წელი იყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით განაცხადი გააკეთა და რამდენიმე ხანში მეც გამოვეხმაურე ამ განცხადებას. იმიტომ, რომ სიტუაცია, რაც ქვეყანაში რეალურად ხდებოდა, მართლა არავის მოსწონდა. მე მივიღე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – დავტოვე ჩემი საქმიანობა, რაშიც მთელი ცხოვრება მქონდა გატარებული, ეს საქმე, ფეხბურთი ძალიან მიყვარდა და მივიღე ძალიან რთული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით.

 

 

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე: ქვეყანაში გამეფებულია კორუფცია და ნეპოტიზმი
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონის ახალი სახელმწიფო რწმუნებული წარადგინეს