კალაძე: დრო იარებს არჩენსო, კი ამბობენ, მაგრამ აბა რომელ ჩვენგანს მოუშუშდა აფხაზეთის დაკარგვით მიყენებული ჭრილობა?

“დრო იარებს არჩენსო, კი ამბობენ, მაგრამ აბა რომელ ჩვენგანს მოუშუშდა აფხაზეთის დაკარგვით მიყენებული ჭრილობა?

ქვეყანა, ხალხი ვერასდროს შეეგუება ერთიანი საქართველოდან მისი სისხლისა და ხორცის, მისი განუყოფელი ნაწილის მოკვეთას.

ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს…

სოხუმის დაცემა არის ოკუპაციის დაწყების დღე; ოკუპაციის, რომელიც გაორმაგებული სიმძიმით დღემდე აწვება ჩვენს მხრებს და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ აფხაზებიც, ქართველებიც, ყველა ვინც ამ მიწა-წყალზე ვცხოვრობთ, რომ ჩვენს შვილებს არ გადავულოცოთ ამ სიმძიმის ტარება.
ჩვენმა თაობამ, გონივრულობით და მომავლის წინაშე პასუხისმგებლობის სრულად გააზრებით, უნდა დაასრულოს ეს საშინელება. მხოლოდ მშვიდობა და ერთობაა ამ ოკუპაციისას დაღვრილი ქართველებისა და აფხაზების სისხლის ღირსეული საფასური. მშვიდობა და ერთობა- ჩვენი იდენტობის საერთო მტრის წინააღმდეგ.
ჩვენ გავიმარჯვებთ, ერთმანეთზე კი არა, გავიმარჯვებთ ერთად!”- წერს კახი კალაძე.

banner
წინა სტატიაშიგახარიამ მისი მისამართით ირაკლი კობახიძის განცხადებებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი მომხმარებელს ინოვაციურ იპოთეკურ პროდუქტს – გარანტირებულ შენაძენს სთავაზობს