კალაძე დმანისის ინციდენტზე – აუცილებლად დაისჯება ყველა, ვინც ძალადობაში მონაწილეობდა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დმანისის მუნიციპალიტეტში ძალიან მძიმე ინციდენტი მოხდა და ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს.

„ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. ეს იყო ძალიან მძიმე ინციდენტი. ყველანაირ ძალადობას ვეწინააღმდეგები, მათ შორის ფსიქოლოგიურს. მათ შორის იმ ძალადობას, რასაც კონკრეტული ტელევიზიები აკეთებენ კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ყველას აუცილებლად მოეთხოვება. ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ძალადობაში მონაწილეობდა, აუცილებლად დაისჯება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი
შემდეგი სტატიატიკარაძე – არანაირი რისკი იმის, რომ „ფაიზერი“ გაფუჭდეს, არ არსებობს