კალაძე: დეზინფორმაციაზე აღარ გავჩუმდეთ – დუმილი ასაზრდოებს ბოროტებას

დეზინფორმაციაზე აღარ გავჩუმდეთ – დუმილი ასაზრდოებს ბოროტებას, – წერს „ფეისბუქში“ დედაქალქის მერი კახა კალაძე. ის მედიით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციაზე საუბრობს.

„რეპერები შენთან რა შუაში არიანო, ოჯახი რატომ შექმენიო, გადამწვარ ამაზონის ტყეს რატომ დაეხმარე, რაში გაინტერესებსო, ფეისბუქზე რატომ წერო, ბოლოს – „ტიკ-ტოკი“ რატომ გაქვსო.

რაც „ქართული ოცნება“ შეიქმნა, მას მერე სულ უჩიჩხინებენ. არადა, არ უნდა ამ ადამიანს პოლიტიკასთან გაკარება, არის ამ ქვეყნის ჩვეულებრივი მოქალაქე და თავის სიხარულს, ინტერესებს, გულისტკივილს, ცხოვრების საინტერესო მომენტებს გამოხატავს ისე, როგორც უნდა, როგორც ნებისმიერი თქვენგანი.

უბრალოდ, ბევრად უფრო მეტი ტყუილისა და ცილისწამების მსხვერპლია, ვიდრე მისი მეგობრების თუ თანატოლების უმეტესობა. ისე, ტყუილს ლოგიკა რად უნდა, მთავარია ვირუსივით გაავრცელო, მიახველო სახეში ეთერიდან მოსახლეობას და „ხელებიც დამიბანია“.

ბერაზე მინდოდა დამეწერა და ეს სტატუსი ისევ „ფეიკმოღვაწეობაზეა“, ეს სტატუსი ისევ „მთავარ“ მატყუარაზეა… საშინელი ტრაგედიაც კი გამოიყენეს საკუთარი მიზნისთვის.

ამორალურია ეს ყველაფერი!

დეზინფორმაციაზე აღარ გავჩუმდეთ – დუმილი ასაზრდოებს ბოროტებას!

#არატყუილს #არასიცრუეს“, – წერს კახა კალაძე.

banner
წინა სტატიაშიპროექტ „შემოქმედებითი ზაფხულის“ ფარგლებში აფხაზეთის №14 საჯარო სკოლის მოსწავლეებს წიგნები გადაეცათ
შემდეგი სტატიასაქართველოს პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს