კალაძე: დესტრუქციული ძალები ვითარებას ძაბავენ

ენერგეტიკის მინისტრი ქსანი-სტეფანწმინდის მაღალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ელექტროგადამცემი ხაზები მშენებლობას ეწინააღმდეგებიან ის ადამიანები, ვინც ქვეყანაში ყველა ენერგეტიკული პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგება. კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პროცესები დესტრუქციული ძალების მხრიდან იმართება და მოსახლეობა დეზინფორმაციით შეცდომაში შეყავთ. კალაძის თქმით, დესტრუქციულ ძალებში ის არასამთავრობო ორგანიზაციებს გულისხმობს:

“ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით გარკვეული დესტრუქციული ძალები ეწინააღმდეგებიან არამხოლოდ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას ზოგადად, არამედ ქვეყანაში ყველა ენერგეტიკული პროექტის განხორციელებას. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ განვითარებას. ჩვენ ბოლო კვირების განმავლობაში ვისმენთ ამ ადამიანების მხრიდან ცილისმწამებლურ განცხადებებს და ისინი ყველანაირად ცდილობენ, თავიანთი დეზინფორმაციით ადგილობრივი მოსახლეობა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები შეიყვანონ შეცდომაში. ვისმენთ განცხადებებს, თითქოს ეს ხაზები საშიშია ჯანმრთელობისთვის, იწვევს მეწყერს, ვაზიანებთ გარემოს, ვაუბედურებთ ოჯახებს და ა.შ. ეს არ იკმარეს და ბოლო ორი დღის განმავლობაში გვაბრალებენ ბარბაროსულ და ვანდალურ ქმედებებს, თითქოს ჩვენ მოვთხარეთ საფლავები და მიცვალებულებს შეურაცხყოფა მივაყენეთ. ეს ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუეა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“ვფიქრობ, რომ მოწმეებზე ზეწოლა განხორციელდება და მათი დამუშავება მოხდება”- თორდია
შემდეგი სტატიარა ვიდეო აქვს ფარცხალაძეს თორდიაზე ? – რა მოხდა ერთ-ერთ კაფეში?