კალაძე დემონტაჟზე – არ გაავრცელოთ არასწორი ინფორმაცია, არ მოატყუოთ მოსახლეობა იქ არავინ არ ცხოვრობს

მიზანმიმართულად ხდება კონკრეტული ტერიტორიების დაკავება, გარკვეული შენობა-ნაგებობების განთავსება, რომ წლების განმავლობაში ეს მიტაცებული მიწები მიისაკუთრონ. ეს კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ე.წ. აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობების დემონტაჟის პროცესთან დაკავშირებით, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

„არ გაავრცელოთ არასწორი ინფორმაცია, არ მოატყუოთ მოსახლეობა. იქ არავინ არ ცხოვრობს. ეს არის დატაცებული მიწები. მიზანმიმართულად ხდება კონკრეტული ტერიტორიების დაკავება, გარკვეული შენობა-ნაგებობების განთავსება, რომ შემდეგ, წლების განმავლობაში მოახდინონ ამ მიტაცებული მიწების მისაკუთრება. ეს კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია. ეს არიან ის ადამიანები, ვისაც აქვს სახლები, ეს არის ის ადამიანები, რომელსაც აქვთ მიწები და ა.შ. ეს არის მიწების მიზანმიმართული დატაცება. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამის უკან იყოს გარკვეული ძალები, რომლებიც ხელს ითბობენ ასეთი გადაწყვეტილებებით.

ეს ადამიანები არიან, ვისაც აქვს სახლები, ზოგს – მიწის ნაკვეთები, ზოგს – რაიონში აქვს სახლი კატეგორიულად მიუღებელია და არ დავუშვებთ. ვიდრე მე ვარ ქალაქის მმართველი და ქალაქის მერი, არჩეული ჩვენი ქალაქის მოსახლეობის მიერ, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ სახელმწიფო ქონებების უკანონო დატაცება მოხდეს. ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომლის ნახევარიც ცარიელია. ყველანაირად უზრუნველვყოფთ. მეორე ვარიანტია, რომ ხალხს, რომელსაც გარკვეული პრობლემა აქვს, სახლი დაენგრათ ან ა.შ., გამგეობები მათთვის გამოყოფს თანხას და შეგვიძლია, ამ ოჯახების იჯარით გაყვანა, რომ არ დარჩნენ ქუჩაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიბოკერია – სასურველია ივანიშვილის რეჟიმი სწრაფად მოეგოს გონს და შეეგუოს იმას, რომ ამ სტატუს-კვოს შენარჩუნება შეუძლებელია
შემდეგი სტატიათბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის პროდუქტების დარიგება დაიწყო