კალაძე დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო, რომლებიც თბილისის მერიის ორგანიზებით, დედაენის ბაღში 12:00 საათიდან იმართება.

„ძალიან სასიამოვნო გარემოა. სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები მოვიდნენ. გამომცემლობებმა ქართული ანბანზე წიგნები წარმოადგინეს. პატივი უნდა ვცეთ ჩვენს დამწერლობას. საღამოს დავით ევგენიძის ძალიან საინტერესო კონცერტი დაასრულებს”, – აღნიშნა კალაძემ.

დედაენის ბაღში მოეწყო წიგნების გამოფენა-გაყიდვა და რამდენიმე წიგნის პრეზენტაცია, ავტორებმა ნაწყვეტები წაიკითხეს. მსურველებს შეეძლოთ საკუთარი ხელით ქართული ანბანის დამზადება და 1920 წელს გამოცემული დედაენის მოხატვა. გაიმართა ხელოვნების სკოლის სიმებიან საკრავთა ორკესტრის კონცერტი და ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის პერფორმანსი. განთავსდა გოგებაშვილის პირადი არქივიდან “დედა ენის” სტამბური კლიშეები და სახელმძღვანელოსთვის შექმნილი ლექსების, მოთხრობების ორიგინალი სამუშაო ვერსიები. წარმოდგენილი იყო “დედა ენაზე” რეცენზიები და სოლომონ ასლანიშვილი-ბავრელის დედა ენა”.

banner
წინა სტატიაშიკახა გოგოლაშვილი : სირიის კონფლიქტში საქართველოს როლი სამხედრო თვალსაზრისით არ განიხილება
შემდეგი სტატიარიკოთის უღელტეხილზე მანქანა დაიწვა