კალაძე – ჩვენს ქვეყანაზე გადიოდა და გადის სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული კავშირების ეფექტური გზა

ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ 17 ქვეყნის რკინიგზის ადმინისტრაციების საბჭოს რიგით 64-ე სხდომა გახსნეს.

კახა კალაძემ სიიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ “სარკინიგზო კომუნიკაცია და გადაზიდვები, ეს არის პატარა, თუ დიდი ხიდები ჩვენს ქვეყნებს შორის, ეს არის კავშირი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. სიამაყით გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოს რკინიგზას წამყვანი როლი უკავია ამ გეოინტეგრაციულ კომუნიკაციაში. ჩვენი ქვეყანა ოდითგანვე, ისტორიულად იყო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი, ჩვენს ქვეყანაზე გადიოდა და გადის სავაჭრო, ეკონომიკური თუ კულტურული კავშირების უმოკლესი და ეფექტური გზა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მან საქართველოს რკინიგზის ყველა თანამშრომელს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

საბჭოს სხდომას საქართველოს, ბელორუსის, უკრაინის, ლიტვის, ლატვიის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვას, რუსეთის, ტაჯიკეთის, ირანის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ფინეთისა და ესტონეთის 180 წარმომადგენელი ესწრება.

საბჭო 1992 წელს შეიქმნა და წელიწადში ორჯერ იმართება, მისი მთავარი მიზანია, შეიმუშაოს ტექნოლოგიური ტექნიკური დოკუმენტები იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს საბჭოს წევრი ქვეყნების რკინიგზების ურთიერთთანამშრომლობას საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლაში.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი – სადაც საქართველოს საშინაო ინტერესები და ჩვენი უფლებებია, იქ ენის მოჩლექვა არ შეიძლება
შემდეგი სტატიაგუშინ დავით ნარმანიას ისტერიული მცდელობა ვიხილეთ, არ ესაუბრა ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ივანიშვილისთვის გადაცემაზე