კალაძე-ჩვენი შეთავაზებული საარჩევნო სისტემა საუკეთესო გამოსავალია

region
ავტ.: region თებერვალი 5, 2020 16:12

კალაძე-ჩვენი შეთავაზებული საარჩევნო სისტემა საუკეთესო გამოსავალია

მაჟორიტარების რაოდენობის აღრევა ძალიან რთული იქნება, შესაბამისად ჩვენს მიერ შეთავაზებული საარჩევნო სისტემა – 100/50 საუკეთესო გამოსავალია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

კახა კალაძე იმედოვნებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ ვარიანტთან დაკავშირებით მხარეები შეთანხმდებიან.

„ჩვენ ძალიან ბევრი ვარიანტი განვიხილეთ, თუმცა მაჟორიტარების რაოდენობის კიდევ აღრევა იქნება ძალიან რთული და ძალიან ცუდი ჩვენი გეოგრაფიიდან გამომდინარე. შესაბამისად, 100/50-ზე ეს არის საუკეთესო გამოსავალი. ჩვენ გავაკეთეთ შეთავაზება, ეს არის კომპრომისული ვარიანტი და ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება გარკვეული შეთანხმების მიღწევა. მინდა, მქონდეს იმედი, რომ ეს შეთანხება მიიღწევა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემაზე დიალოგის მეხუთე რაუნდის ფორმატში „პატრიოტთა ალიანსის“ შეთავაზება იქნება საარჩევნო სისტემა 138/12-ზე ან 135/15-ზე. „იყოს 12 მაჟორიტარი, რომელიც ყველა მხარეს წარმოადგენს, ან რადგან თბილისი დიდი ოლქია, სამი მაჟორიტარი გამოვყოთ და მაშინ 135/15-ზე გამოვა. მეხუთე რაუნდის ფორმატში ჩვენი შეთავაზება ეს იქნება და ელჩებთან ამაზე ვისაუბრეთ“, – აღნიშნა ინაშვილმა.

region
ავტ.: region თებერვალი 5, 2020 16:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,981
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics