კალაძე: ჩვენი მხრიდან მხოლოდ მისასალმებელი იქნება ოპოზიციის დაბრუნება პარლამენტში

ჩვენი მხრიდან მხოლოდ მისასალმებელი იქნება ოპოზიციის დაბრუნება პარლამენტში, საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება, პოლემიკა ქვეყნის განვითარებაზე, ეს მხოლოდ მისასალმებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მხარდაჭერა, რომელიც მოსახლეობისგან ოპოზიციამ მიიღო, პატივისცემა სჭირდება.

„რაც შეეხება ოპოზიციის პარლამენტში შესვლას, ჩვენ ამის წინააღმდეგი არასდროს ვყოფილვართ და ის განცხადებები, რომელიც კეთდებოდა ჩვენ მიერ, მიმართული იყო იმისთვის, რომ ოპოზიცია შემოსულიყო პარლამენტში. ჩვენ ამას მივესალმებით, რადგან ის მხარდაჭერა, რაც მათ მიიღეს გარკვეული ნაწილისგან, ამ ყველაფერს სჭირდება პატივისცემა. ჩვენი მხრიდან მხოლოდ მისასალმებელი იქნება ოპოზიციის დაბრუნება პარლამენტში, საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება, პოლემიკა ქვეყნის განვითარებაზე, ეს მხოლოდ მისასალმებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ დიალოგზე უარი არასდროს უთქვამს.

„ჩვენ კარი არასდროს დაგვიხურავს. შესაბამისად, ყოველთვის მზად ვიყავით და ამის დამადასტურებელი არის ის, რომ ძალიან ბევრჯერ გაიმართა შეხვედრები ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით. ახლაც არის მზადყოფნა დიალოგისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიისნისა და სამგორის რაიონებში მცხოვრებ 41 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა
შემდეგი სტატიაჩემი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე არ განიხილებოდა