კალაძე – ჩვენ ვეგმავთ, რომ არც ერთი თბილისელი ოჯახი არ დარჩეს უსახლკაროდ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადბეით, 2022 წლიდან იგეგმება ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა დროინდელი ავარიული შენობების თანამედროვე და უსაფრთხო შენობებით სრულად ჩანაცვლება.

კალაძის განმარტებით, ეს არ ეხება თბილისის ისტორიულ არეალს.

„ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ 2022 წლიდან, ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა დროინდელი ავარიული შენობები (კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არ ეხება თბილისის ისტორიულ არეალს), სრულად ჩანაცვლდეს თანამედროვე და უსაფრთხო შენობებით. ჩვენ ვეგმავთ, რომ არც ერთი თბილისელი ოჯახი არ დარჩეს უსახლკაროდ – ეს არის ჩემი დაპირება. ამისთვის ვქმნით მუნიციპალურ საბინაო ფონდს და თბილისელ ოჯახებს, რომლებსაც დაკარგული აქვთ ან არ გააჩნიათ სახლ-კარი, სარგებლობის უფლებით გადაეცემათ საცხოვრისი“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ბოლომდე მიიყვანენ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების პროგრამას და ქალაქში დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება.

„ჭკვიანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის საშუალებით ქალაქში ყველას თანაბარი, კომფორტული და სწრაფი გადაადგილების შესაძლებლობა ექნება. ვქმნით 10 სატრანზიტო დერეფანს და ყველა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიან სისტემაში სინქრონიზაცია განხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ, რომელმაც დედაქალაქის საკრებულოს დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა.

banner
წინა სტატიაშიკალაძე: თბილისი არ არის ქალაქი, რომელშიც უბრალოდ ცხოვრობ და მუშაობ – თბილისი არის ქალაქი თავისი მყარი სოციალური არქიტექტურით, ისტორიითა და განუმეორებელი კოლორიტით
შემდეგი სტატიაკალაძე: „ჭკვიანი“ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის საშუალებით, ქალაქში ყველას კომფორტული და სწრაფი გადაადგილების შესაძლებლობა ექნება