კალაძე: ჩვენ სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეორე ტური, ჩვენ სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა არჩევნების მეორე ტურზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კალაძის თქმით, მათი “პოზიტიური საარჩევნო კამპანია” გრძელდება.

“რაც შეეხება მეორე ტურს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მეორე ტური. ჩვენ სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული, ვაგრძელებთ ჩვენს პოზიტიურ საარჩევნო კამპანიას. ვესაუბრებით ამომრჩევლებს ქალაქთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას ვაპირებ მომდევნო 4 წელი ჩემს გუნდთან ერთად. პირდაპირ ვიტყვი, ჩვენ მართლაც ის გუნდი ვართ, რომელმაც 2017 წლიდან ამ ქალაქისთვის ბევრი კარგი საქმე გააკეთა. უამრავ ოჯახს დავეხმარეთ, უამრავ ადამიანს, ინფრასტრუქურული პროექტები, რეკრეაციული ცივრცეები… თუმცა, არსებობს გამოწვევები და პრობლემები. ჩვენ ის გეგმა დავდეთ, რომელიც უპასუხებს არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს”, – აღნიშნავს კალაძე.

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდა მოუწევს.

“პრეზიდენტი ასეთი ფორმით რომ იპარება ქვეყანაში, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. არ ვიცი რა დავარქვა ამ ყველაფერს. ის დღეს იმყოფება იქ, სადაც უნდა იმყოფებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ მე არავის დაკავება და ციხეში გამოკეტვა არ მიხარია, როგორც არ მიხაროდა ოჯახების გაუბედურება წლების წინ, ბიზნესის რეკეტი, უკანონოდ დაკავებული ადამიანები და ოჯახების გაუბედურება. მას მოუწევს სასჯელის მოხდა. წარმოიდგინეთ, იმ კანონებით, რომ მიესაჯათ მიხეილ სააკაშვილისთვის, რა კანონებიც ჰქონდათ მათ, მოუწევდა 30-წლიანი პატიმრობა “,- აღნიშნავს კალაძე.

banner
წინა სტატიაში“გიგი უგულავა ფოთში მოსაპარად და დასანგრევად ჩამოვიდა”
შემდეგი სტატიაკალაძე: ქინძს ირაკლი არ უწოდებს, მიხეილ სააკაშვილმა თავის თავს უწოდა, ღარიბაშვილმა უბრალოდ ციტატა მოიყვანა