კალაძე ჩოხატაურში გუშინ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ჩოხატაურში გუშინ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს.

„ყველა უნდა გავერთიანდეთ და ერთად დავგმოთ ძალადობის ფაქტები. ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის. არსებობს ფსიქოლოგიური, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ, რაც ძალიან ცუდია. რეალურად, ამ პრობლემის მოგვარება თუ გვინდა, ყველა უნდა გავერთიანდეთ, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგ, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიშავით თეთრზე წერია, რომ როდესაც პრეზიდენტი მიემგზავრება უცხოეთში, მან უნდა მიიღოს ნებართვა ხელისუფლებისგან. თუ ჩვენ ამ ყველაფერს დავარღვევთ, ქვეყანაში იქნება ქაოსი – კალაძე
შემდეგი სტატიაოპოზიცია მაქსიმალირად ცდილობს, წაახალისოს ყველაფერი, რაც ცუდია, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესს და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის დამაზიანებელია, ახალისებს ძალადობას – კალაძე