კალაძე ჩანაწერებზე – ბევრი ტყუილი, ბევრი მართალი შეიძლება იყოს, დაველოდოთ გამოძიებას

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და გამოძიების დასრულებამდე, წინასწარ საუბარი რთული იქნება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნულ ქმედებას მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

„გუშინ შესაბამისმა სამსახურებმა განცხადებები გაავრცელეს, დაწყებულია გამოძიება, ვინ ავრცელებს, ვინ ინახავს, როგორ მოხდა ამ ყველაფრის გაკეთება. ასე რომ, ბევრი ტყუილი, ბევრი მართალი შეიძლება იყოს. დაველოდოთ გამოძიებას. წინასწარ საუბარი ცოტა რთულია. ვინც არ უნდა იყოს, ამ ქმედებას შესაბამისი, მკაცრი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე – ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებები უნდა შეასრულოს
შემდეგი სტატიაგოცირიძე – თუ აგენტებს ეძებთ, მიიღეთ ლუსტრაციის კანონი, თუ არა და ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის თავზე საბჭოთა დროშა ფრიალებს