კალაძე ბუაძეს- შეურაცხყოფის მიყენებას იცოდე, არავინ არ გაგიტარებს, მიიღებ შესაბამის პასუხს, ძალიან მტკივნეულსაც

შეურაცხყოფის მიყენებას იცოდე, არავინ არ გაგიტარებს, მიიღებ შესაბამის პასუხს, ძალიან მტკივნეულსაც, – ასე მიმართა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე, „ლელოს“ წევრ საბა ბუაძეს.

კახა კალაძემ აღნიშნული სიტყვებით საბა ბუაძეს მას შემდეგ მიმართა, რაც „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მას „კორუმპირებული მერი“ უწოდა.

“მე მაქვს ჩემი მოსაზრება თქვენ მმართველობასა და კეთილსინდისიერებასთან. მიმაჩნია, რომ თქვენ დედაქალაქის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მერი ხართ. არა მხოლოდ პერსონალური გამდიდრების და კორუფციის თვალსაზრისით, პარტიის სასარგებლოდ”, – განაცხადა საბა ბუაძემ.

საბა ბუაძემ საკრებულოს წევრებს დამშვიდებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ კალაძეს მათი დაცვა არ სჭირდება.

ინფორმაციისთვის, დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის – მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების საკითხზე მსჯელობენ.

banner
წინა სტატიაში“დაჯექი, ორიანი”- კახა კალაძე ირაკლი ნადირაძეს
შემდეგი სტატია25 წლის ბიჭის გააუპატიურებაში ბრალდებულ პოლიცილეს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა