კალაძე – ბიძინა ივანიშვილის წერილი იყო ერთ-ერთი დასტური, რომ გიორგი გახარიას პარტიის დაფუძნება არ არის ივანიშვილის პროექტი

ბიძინა ივანიშვილის წერილი, რომელიც გუშინ იხილა საზოგადოებამ, იყო ერთ-ერთი დასტური იმისა, რომ გიორგი გახარიას პარტიის დაფუძნება არ არის ივანიშვილის პროექტი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ბოლო კვირის განმავლობაში, მას შემდეგ რაც გიორგი გახარიამ პარტია დააფუძნა, ბევრი მითქმა-მოთქმა იყო.

„ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დღეს პოლიტიკაში არ იმყოფება, შესაბამისად, წერილი, რომელიც საზოგადოებამ იხილა გუშინ, ეს იყო ერთ-ერთი დასტური, რომ გიორგი გახარიას პარტიის დაფუძნება, არ არის ივანიშვილის პროექტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – გახარია იმდენ პასუხგაუცემელ კითხვას აგროვებს, ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდება ოპოზიციაში ადგილის მოძებნა
შემდეგი სტატიაგაბუნია – იმის მოლოდინი, რომ მასიური ვაქცინაცია უახლოეს მომავალში დაიწყოს, ნამდვილად რეალურია