კალაძე – ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც მოახერხა და შეძლო სისხლიანი რეჟიმი, ქვეყნის მტრები და ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები მოეშორებინა ქვეყნის მმართველობიდან

ყველა დათქმა, რომელიც იყო დათქმული, ყველაფერი იქნება გაკეთებული, როგორც ეს გავაკეთეთ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ასოცირების ხელშეკრულობასთან დაკავშირებით და თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას “დეოლიგარქიზაციის“ შესახებ ევროკომისიის მოწოდებას.

კალაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, ქველმოქმედი.

„ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც მოახერხა და შეძლო სისხლიანი რეჟიმი, ქვეყნის მტრები, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები მოეშორებინა ქვეყნის მმართველობიდან“,- განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე სამგორის გამგებლის პოსტზე- ეს მისი პირადი გამოხატვის უფლებაა, თუმცა, სიძულვილის ენა კატეგორიულად მიუღებელია
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი კატარის სახელმწიფოს ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეიხ ფაისალ ბინ ქასსიმ ალ თანის შეხვდა