კალაძე – ბევრჯერ გვინახავს გაერთიანებული, დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“, რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის

რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნაზე საუბრისას აღნიშნა.

კალაძის თქმით, ამ ეტაპზე რეგიონში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება და მშვიდობის შენარჩუნება შეუძლია მხოლოდ პარტია „ქართულ ოცნებას“, რადგან ის არ ატარებს სხვა ქვეყნის ინტერესებს.

„ამ საკითხზე ჩემი დამოკიდებულება იცით. მსგავსი პლატფორმები ძალიან ბევრი ყოფილა. ბევრჯერ გვინახავს გაერთიანებული, დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენენ, ერთნი არიან და ერთი პატრონი ჰყავთ, უბრალოდ სხვადასხვა სახელს ირქმევენ. რა თქმა უნდა, ეს შედეგის მომტანი ვერ იქნება. ზოგადად, რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს არსებულ რეალობას, სირთულეებს და იმ გამოწვევებს, რაც ჯერ კიდევ არსებობს რეგიონში. ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია, რომ ქვეყანა გაიყვანოს ბოლომდე სამშვიდობოზე, შეინარჩუნეს მშვიდობა, არ გაატაროს სხვა ქვეყნის ინტერესები ისე, რომ ეროვნული ინტერესები დაზიანდეს, ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი – არჩევნებამდე უარი უნდა ვთქვათ ილუზიაზე, რომ ახალგაზრდობა მორიგ ჯერზე გამოვა და ოპოზიციაც ამ ახალ ტალღას მოაჯდება, მე უკვე აქ ვარ და ვაპირებ, ჩავერთო მასიურად ახალი ხალხის მოყვანაში
შემდეგი სტატიაკალაძე – საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ, მჯერა, ამჯერად სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში