კალაძე: ბერა ივანიშვილი ბევრად უფრო მეტი ტყუილისა და ცილისწამების მსხვერპლია, ვიდრე მისი მეგობრების თუ თანატოლების უმეტესობა

თბილისის მერი კახა კალაძე „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელშიც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან ბერა ივანიშვილის მეგობრის კავშირზეა საუბარი. როგორც კალაძე Facebook-ზე წერს, ბერა ივანიშვილი ბევრად უფრო მეტი ტყუილისა და ცილისწამების მსხვერპლია, ვიდრე მისი მეგობრების თუ თანატოლების უმეტესობა.

„რეპერები შენთან რა შუაში არიანო, ოჯახი რატომ შექმენიო, გადამწვარ ამაზონის ტყეს რატომ დაეხმარე, რაში გაინტერესებსო, ფეისბუქზე რატომ წერო, ბოლოს – „ტიკ-ტოკი“ რატომ გაქვსო.

რაც „ქართული ოცნება“ შეიქმნა, მას მერე სულ უჩიჩხინებენ. არადა, არ უნდა ამ ადამიანს პოლიტიკასთან გაკარება, არის ამ ქვეყნის ჩვეულებრივი მოქალაქე და თავის სიხარულს, ინტერესებს, გულისტკივილს, ცხოვრების საინტერესო მომენტებს გამოხატავს ისე, როგორც უნდა, როგორც ნებისმიერი თქვენგანი.

უბრალოდ, ბევრად უფრო მეტი ტყუილისა და ცილისწამების მსხვერპლია, ვიდრე მისი მეგობრების თუ თანატოლების უმეტესობა. ისე, ტყუილს ლოგიკა რად უნდა, მთავარია ვირუსივით გაავრცელო, მიახველო სახეში ეთერიდან მოსახლეობას და „ხელებიც დამიბანია“.

ბერაზე მინდოდა დამეწერა და ეს სტატუსი ისევ „ფეიკმოღვაწეობაზეა”, ეს სტატუსი ისევ „მთავარ“ მატყუარაზეა… საშინელი ტრაგედიაც კი გამოიყენეს საკუთარი მიზნისთვის.

ამორალურია ეს ყველაფერი! დეზინფორმაციაზე აღარ გავჩუმდეთ – დუმილი ასაზრდოებს ბოროტებას! არა ტყუილს, არა სიცრუეს“, – წერს კალაძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია„ჯორჯიან ეარვეისი“ (Georgian Airways) 3 ივლისის თბილისი-ბერლინი-თბილისის ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს