კალაძე: BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩვეულებრივი სისულელეა, ყველაფერს კადრულობენ

BBC–ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩვეულებრივი სისულელეა, თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ, – ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოზე მიმდინარეობს შეტევა და ყველაფერს აკეთებენ, რომ ტყუილით გაჯერებული ინფორმაციები გაავრცელონ.

„ეს არის ჩვეულებრივი სისულელე. ხედავთ, როგორ მიდის შეტევა ჩვენს ქვეყანაზე – თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერს აკეთებენ, რათა გაავრცელონ ინფორმაციები, რომელიც მხოლოდ ტყუილით არის გაჯერებული. არ ვიცი, საერთოდ ღირს თუ არა სერიოზული პასუხის გაცემა ამ ტიპის სისულელეებზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, BBC-მ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია. მათი თქმით, გამოცემის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.

banner
წინა სტატიაში“თუ, ეს ფაქტი დადასტურდა, სანქციები კი არა, საერთაშორისო ძებნაში გამოცხადება და ჰააგის ტრიბუნალი ელის ყველას” – შოთა უტიაშვილი
შემდეგი სტატიამოიწვიე მეგობრები თიბისის მობაილბანკში და მიიღე საჩუქარი ყოველ ჯერზე