კალაძე არის “ბიძინა ორი”, მან მთელი ქვეყნის ქონება გადაიფორმა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 23, 2019 01:46

კალაძე არის “ბიძინა ორი”, მან მთელი ქვეყნის ქონება გადაიფორმა

დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც ოთხი ადამიანის, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა ქვეყნის პირველი ლეიბორისტი ეხმაურება.

შალვა ნათელაშვილის მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას ქვეყნის ხელისუფლებას და კონკრეტულად დედაქალაქის მერს აკისრებს.

„მე ათი წლის წინ მითქვია, როცა ეს ბატონი დარბოდა სააკაშვილთან ერთად რეიტუზებით, რომ ეს არის ქურდული მენტალობის საშიში ტიპაჟი, რომელიც შორს არის დიდი ფეხბურთიდან, დიდი პოლიტიკიდან, დიდი ზნეობიდან. კალაძე არის “ბიძინა ორი”, მან მთელი ქვეყნის ქონება გადაიფორმა. დღეს ურცხვად გამოდიან და კალაძის არ არის ყაზტრანსგაზიო, ამას “კალაძეგაზი” უნდა ერქვას. ყოველი წამი, ყოველი წუთი მათი ხელისუფლებაში ყოფნისა, საფრთხეა. ნახეთ, მარტო რამდენი საფრთხე წარმოქმნეს ამ თვენახევარში,“ – ამბობს ნათელაშვილი.

მისი თქმით, საფრთხეა დაგროვებითი პენსიის პროექტიც, რადგან, ნათელაშვილის თქმით, ეს თანხა პირდაპირ მოქალაქეების ჯიბიდანაა ამოცლილი და ის უკან აღარ დაბრუნდება.

ნათელაშვილის თქმით, კახა კალაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება საკმარისი არ არის, მან უნდა დააბრუნოს ყველა ის ქონება, რომელიც ქვეყნის საკუთრებაა.

„როდესაც ფულიანი ტომრების ხელშია ხალხის სიცოცხლე, ქვეყნის არსებობა, ყოფნა-არყოფნა, ისეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ვიმყოფებით, მასობრივად გარბიან ქვეყნიდან, როცა ასეთი ჯგუფი და კრიმინალური სინდიკატი მმართველობს, იქ რაიმე პერსპექტივაზე ფიქრი ზედმეტია,” – ამბობს ნათელაშვილი.

https://youtu.be/elgwmHwW0XU

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 23, 2019 01:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics