კალაძე: არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შეურაცხყოფა მიაყენონ, ღირსება შეულახონ

news
ავტ.: news ნოემბერი 27, 2016 12:14

კალაძე: არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შეურაცხყოფა მიაყენონ, ღირსება შეულახონ

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში არასდროს დაბრუნდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებზე იძალადებს.

როგორც კალაძემ პარლამენტის მიერ მთავრობის ნდობის გამოცხადების შემდეგ განაცხადა, საქართველოს მოსახლეობამ მთავრობა ოთხი წლით დაიქირავა.

“ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ, ვიყოთ ხალხის მსახურები. ჩვენ მოსახლეობის უმრავლესობამ 4 წლით დაგვიქირავა და შესაბამისად, რაც გვქონდა წინასაარჩევნოდ წარმოდგენილი და რაზეც ვსაუბრობდით, ეს არის თავისუფლება, კიდევ უფრო განმტკიცდება.

ეს ჩვენ ძალიან დიდი შრომის, ბრძოლის შედეგად მოვიპოვეთ და არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შეურაცხყოფა მიაყენონ, ღირსება შეულახონ. ეს დრო წარსულს ჩავაბარეთ. არასდროს დაბრუნდება საქართველოში ისეთი ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებზე იძალადებს“, – განაცხადა კალაძემ.

news
ავტ.: news ნოემბერი 27, 2016 12:14