კალაძე: არავინ არ იფიქროს ის, რომ ჩვენ ვირუსი დავამარცხეთ და აუ, რა მაგრები ვართ, გამარჯვებულები ვართ- არა!

ძალიან ცუდია, როდესაც კორონავირუსის პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება, – აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე. მისი თქმით, სწორედ ამიტომ არის საჭირო ძალიან დიდი სიფრთხილე.

„შეიძლება, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობ, სასიამოვნო არ არის პირბადით გადაადგილება, მაგრამ ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ყველა ადამიანმა, ვინც სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, პირველ რიგში, დაიცვას საკუთარი ჯანმრთელობა, საკუთარ თავს გაუფრთხილდეს, საკუთარ შვილებს, შვილიშვილებს, ოჯახის წევრებს.

ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არავინ არ იფიქროს ის, რომ ჩვენ ვირუსი დავამარცხეთ და აუ, რა მაგრები ვართ, გამარჯვებულები ვართ. არა, მეგობრებო, ჩვენ გადავლახეთ და შევძელით ის, რომ ქვეყანაში არ განვითარდა მოვლენები ისე, როგორც ევროპის სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში. ეს მოვახერხეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი დამარცხებულია. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო იმისთვის, რომ ერთმანეთის ჯანმრთელობა და სიცოცხლე დავიცვათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი ოფიციალური პოზიცია
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა