კალაძე – არ მინდა, პოლემიკაში შევიდე არახამიასთან, მშვიდობას ვუსურვებ უკრაინას, ქართველ ხალხს ისტორიულად მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა უკრაინელ ხალხთან და ამას ვერავინ შეაჩერებს

ქართველ ხალხს ყოველთვის ისტორიულად ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა უკრაინელ ხალხთან და ამ ურთიერთობას ვერაფერი და ვერავინ ვერ შეაჩერებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საქართველო გვერდით უდგას უკრაინელ ხალხს და ეს გამოიხატება კონკრეტული ქმედებებით.

„ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინის მიმართ ჩვენი თანადგომა იყო, ასევე ჰუმანიტარული დახმარება, საქართველოში ჩამოსული უკრაინელების მიმართ როგორი მხარდაჭერა, თანადგომა იყო და ეს დღესაც გრძელდება. ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს ქართველებისა და უკრაინელების მეგობრობას. რაც შეეხება არახამიას განცხადებას, არ მინდა, პოლემიკაში შევიდე დავით არახამიასთან, მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას.

რაც შეეხება ფრენების შეწყვეტას, სანქციების მიერთებას, გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესიდან. არაერთხელ გვითქვამს და დაგვიფიქსირებია, რომ პირველია ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შესაბამისად, არ და ვერ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც თავიდანვე ვიცით, შეიძლება, დამაზიანებელი იყოს საკუთარი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის, საქართველოს ხელისუფლება ამას არ გააკეთებს. რაც შეეხება სააკაშვილს, ის არის ბრალდებული, დამნაშავე კონკრეტულ საქმეებში, მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი და ყველა ადამიანს მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიStudent Card-ით ახლა უკვე უფრო მეტი PLUS ქულის დაგროვებაა შესაძლებელი
შემდეგი სტატიაკალაძე ხაბეიშვილზე – ნამდვილად კარგად მიდის და პარტიაც კარგად მიჰყავს – ასე განაგრძოს