კალაძე: აქვთ უფლება, რომ ჩაატარონ აქციები. მთავარია, ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციას აქვს უფლება აქცია ჩაატაროს, თუმცა ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა იყოს.

„აქცია მათი უფლებაა. მათ აქვთ უფლება, რომ ჩაატარონ აქციები. მთავარია, ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, ჩემი დამოკიდებულება იქნება საქმე, პროექტები დედაქალაქში და რა თქმა უნდა, ასე ვაპირებ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მუშაობის გაგრძელებას“,- განაცხადა კალაძემ.

ოპოზიციამ აქცია 6 ნოემბერს დაანონსა.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში საერთაშორისო ორგანიზაცია ახალ ოფისს ხსნის
შემდეგი სტატიამუნიციპალური პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი იწყება