კალაძე – 2000-ზე მეტი ოჯახი უკვე დავაკმაყოფილეთ და კიდევ ბევრს დავეხმარებით

gulis eleqsiri

300-მდე დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების 1 ლარად დაკანონებას წინასაარჩევნო მოსყიდვად არ თვლის კახა კალაძე. თბილისის მერი ამბობს, რომ “სრული სისულელეა” ვინც ამას მოსყდვად თვლის

მისივე თქმით, დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების გადაცემა 2017 წლის დაპირებაა და 2000-ზე მეტი ოჯახი უკვე დააკმაყოფილეს.

,,როდესაც ნებართვებს გავცემთ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ ესეც მოსყიდვაა? ესეც ზუსტად იგივე მუნიციპალური თემაა, მაშინ უნდა დაგვხუროთ მერია, მე უნდა გადავდგე, მუნიციპალიტეტი აღარ ფუნქციონირებდეს და ეს არის ნორმალური? სრული სისულელეა თუ ვინმე საუბრობს, რომ ეს არის მოსყიდვა. ჩვენ ვახორციელებთ იმ პროექტებს, რომელიც გვაქვს დაგეგმილი და დავპირდით მოსახლეობას. რა თქმა უნდა, არანაირ გაჩერებას არ ვაპირებთ, მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ ვაპირებთ გადაცემას და დაკანონებას იმ ბინების, სადაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ეს იყო 2017 წლის დაპირება, 2000-ზე მეტი ოჯახი უკვე დავაკმაყოფილეთ და კიდევ ბევრს დავეხმარებით ამით”, – ამბობს კალაძე.

წინა სტატიაში29 362 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
შემდეგი სტატიაკალაძე – რა მნიშვნელობა აქვს ჟურნალისტი ძალადობს, ბერი ძალადობს, პოლიტიკოსი თუ რიგითი მოქალაქე