კალაძე – 10:00 საათის მონაცემებით, პირველ ტურთან შედარებით ამომრჩეველთა აქტივობა 5 პროცენტით გაიზარდა

10:00 საათის მონაცემებით, პირველ ტურთან შედარებით ამომრჩეველთა აქტივობა 5 პროცენტით გაიზარდა, თითოეული ხმა ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა და მხარდამჭერებს მაქსიმალური აქტივობისკენ მოუწოდა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ვიაქტიუროთ. 10:00 საათის მონაცემებით, აქტივობა წინა ტურთან შედარებით ძალიან მაღალია, თბილისში 5 პროცენტით არის გაზრდილი აქტივობა, რაც ძალიან კარგია, თუმცა ჩემს მხარდამჭერებს მივმართავ, მეგობრებო ვიაქტიუროთ. თქვენი თითოეული ხმა და თითოეული თქვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნლოვანი, რათა შევძლოთ ამ ქალაქის განვითარება, იმ პროექტების განხორციელება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თბილისისთვის.

თქვენ იცით, ამ ხნის განმავლობაში, დედაქალაქის მასშტაბით თუ რამდენი კარგი სამუშაო ჩატარდა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მომდევნო წლების განმავლობაში ვერავინ და ვერაფერმა შეაჩეროს ქალაქის აღმშენებლობა, განვითარება და იმ პროექტების განხორციელება, რომელიც დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი – საჭიროა, ყველამ ერთად ვისწავლოთ სიწყნარე და სიმშვიდე, ამას მივეცი ხმა
შემდეგი სტატიამდინარაძე – „ქართული ოცნების“ კანდიდატები არიან პროფესიონალები და თავიანთ მუნიციპალიტეტებში აქვთ იმის ძალა, გამოცდილება, სიმართლე, რომ ემსახურონ მოქალაქეებს