„კალა კაპიტალ ლიმიტედი“ „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ განცხადებას ეხმაურება

„კალა კაპიტალ ლიმიტედი“ „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. კომპანიის დირექტორების განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2016 წელს მათ არანაირი გადარიცხვა არ განუხორციელებიათ.

„ჩვენ, „კალა კაპიტალ ლიმიტედის“ დირექტორები – ჯორჯ ათანასი და სუზან კალოგრეიდსი ვაცხადებთ, რომ კომპანიას შექმნის დღიდან არასდროს საოპერაციო-საბანკო ანგარიში კვიპროსში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში არ ჰქონია, შესაბამისად, არანაირი გადარიცხვა კომპანიის მიერ 2016 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. აგრეთვე, არ გაცემულა მესამე პირებზე უფლებამოსილება საბანკო ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების ინფორმაციით, კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებს „კალა კაპიტალი“ ფულს ურიცხავდა. როგორც ირმა ნადირაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, აქვს დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც მტკიცდება ვიცე-პრემიერ კახა კალაძის უშუალო კავშირი კორცხელში ორგანიზებულ ძალადობასთან.

banner
წინა სტატიაშიფარულ კადრებთან დაკავშირებით, ლუკა ფეიქრიშვილის სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაერთი აშშ დოლარი ხვალ 2, 1790 ლარი ეღირება