კახოვკაში, რაშისტებმა, პოლიციის განყოფილებაში წამების პალატა შექმნეს, სადაც მძევლებს ელექტროშოკით სცემენ და აწამებენ

კახოვკაში, რაშისტებმა, პოლიციის განყოფილებაში წამების პალატა შექმნეს, სადაც მძევლებს ელექტროშოკით სცემენ და აწამებენ – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ავრცელებს.

რუსი ჯარისკაცები აკავებენ ქალაქის ქუჩებში არამხოლოდ აქტივისტებს, ან ერთობლივი ძალების ოპერაციის წევრებს, არამედ იმ კაცებსაც, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ სამხედრო სამსახურთან და არ გამოდიოდნენ ოკუპაციის წინააღმდეგ მიტინგებზე. მოქალაქეების დასაკავებლად ოკუპანტები იყენებენ ფორმალურ საბაბს – „კანონისა და წესრიგის დარღვევა“ ან „კომენდანტის საათის დარღვევა“.

უკრაინის ომბუდსმენის თქმით, პოლიციის განყოფილებასთან დაკავებულების ახლობლების მუდმივი რიგია, რომლებიც ცდილობენ, გაარკვიონ მათი ბედი. თვითმხილველების თქმით, კახოვკას პოლიციის განყოფილებაში 10-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა, რომელთაგან ზოგიერთი რამდენიმე კვირაა დაკავებულია. მამაკაცებს ელექტროშოკით აწამებენ და სცემენ.

“რუსეთის ასეთი ქმედებები არის ომის დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუსის მე-7 და მე-8 მუხლების მიხედვით და ჟენევის კონვენციის მე-3 და 34-ე მუხლების პირდაპირი დარღვევა, რომელიც ეხება სამოქალაქო პირთა დაცვას. ომი, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-9 და 21-ე მუხლები. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლი.

მოვუწოდებ გაეროს ადამიანის უფლებათა დარღვევის გამოძიების კომისიას უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დროს, გაითვალისწინოს უკრაინაში სამხედრო დანაშაულებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ეს ფაქტები” – წერს დენისოვა.

ლუდმილა დენისოვა აღნიშნავს, რომ რუსი სამხედროები ყველაზე სასტიკები არიან მათ მიმართ, ვინც დაკავშირებულია უსაფრთხოების ძალებთან – ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლებთან და ყოფილ ძალოვნებთან.

banner
წინა სტატიაშიჩინეთის სასამართლომ აშშ-ს მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინისა და შარლ მიშელის სატელეფონო საუბრის შესახებ კრემლი ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს